„English Reading Club” - ის წესდება

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის
საჯარო სკოლის
ინგლისური ენის კლუბის „English Reading Club” - ის
წ      ა      ს      დ      ე      ბ      ა


1.    ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის ბაზაზე იქმნება ინგლისური ენის კლუბი „English Reading Club”, რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2018/2019  სასწავლო წლის განმავლობაში. 
       „English Reading Club” კლუბი არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
        „English Reading Club” - ის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.  
1.2. კლუბი დაფუძნებულია ერთი წლის ვადით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლო

2.      კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1ინგლისური ენის პოპულარიზაცია და ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2. ენობრივი ბარიერებისა და კომპლექსების მოხსნა;
2.3. მეტყველების, გამოთქმის, მოსმენის უნარ-ჩვევების განითარება;
2.4. ლექსიკური ფონდის გამდიდრება;
2.5. მოსწავლეებში თვითრეალიზაციის უნარის განვითარება;
2.6. მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება;
2.7. გუნდურობის პრინციპის გააზრება და უკეთ გაანალიზება;
2.8. მოსწავლეებში   შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და მათი განვითარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც
 ემსახურება კლუბისმიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ 
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2.10. კლუბის მიზანია წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
3.    კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა:
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს  სკოლის  V –VIII კლასის მოსწავლე, რომელიც იაზრებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით)
    3.4.  კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრობის ბარათი
  3.5. კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია და მისი საქმიანობის თაობაზე.
     კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
  3.6.  კლუბის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
   3.7  კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.      კლუბი მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა არის 11 მოსწავლე.
       კლუბს ჰყავს ლიდერი (ანა გოგოლაური) რომლის უფლებამოსილებაა უხემძღვანელოს კლუბის საქმიანობას, წარადგინოს კლუბი მესამე პირთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს.
4.2. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავჯდომარე.
      კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი სასწავლო წლით
      ერთი და იგივე კანდიდატურა ლიდერად შეიძლება აირჩეს 2 ვადით

5.      კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ სამშაბათ დღეს 15:30 სთ-ზე და საჭიროებიდან გამომდინარე, თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით.
5.3 კლუბის კურატორი ინტერნეტ სივრცეში ქმნის Facebook - ის გვერდს და ბლოგს, სადაც განთავსდება ინფორმაცია: კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტო - მასალა კლუბის საქმიანობის შესახებ.
6.       ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობით კლუბის საერთო კრებაზე.
7.      კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები:
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა.

ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.







































No comments:

Post a Comment

კლუბის სახელწოდება:  English Reading Club კლუბის ლოგო:  კლუბის დევიზი: ,,The Adventure Starts Here “ კლუბის შეხვედრის დ...